თბილისში, ამაღლების ქუჩაზე მდებარე სუპერმარკეტ “სპარში” კორონავირუსი დაფიქსირდა.
არსებული ინფორმაციით, ვირუსი ერთ-ერთ კონსულტანტს დაუდასტურდა.
ამ დროისთვის, ინფიცირებულთან შემხებლობაში მყოფი ყველა თანამშრომელი თვითიზოლაციაში გადავიდა.
მაღაზიამ სადენზიფექციო სამუშაოების შემდე მუშაობა თანამშრომელთა ახალი ცვლით განაახლა.
აღნიშნული სუპერმარკეტით, დღის განმავლობაში უამრავი ადამიანი სარგებლობს, მათ შორის ცნობილი პოლიტიკოსები და მათი ოჯახის წევრები.
ამ კორპუსში ცოხვრობენ ცნობილი სახეები, მათ შორის პრემიერ მინისტრი გიორგი გახარია, თავდაცვის ყოფილი მინისტრი ირაკლი ალასანია, ექსპერტი გია ხუხაშვილი, „ლელოს“ ერთ-ერთი ლიდერი ბადრი ჯაფარიძე და სხვ.