ერაყის შეიარაღებული ძალების ინფორმაციით, ბაღდადში, ძლიერად გამაგრებულ მწვანე ზონაში katyusha-ს ტიპის ორი რაკეტა ჩამოვარდა.
როგორც Reuters წერს, შემთხვევას მსხვერპლი არ მოჰყოლია.
ერთ-ერთი რაკეტა სასტუმრო „ბაბილონთან“ ახლოს ჩამოვარდა, რომელშიც მოგზაურები ისვენებენ და ზოგჯერ მთავრობის წარმომადგენლები აწყობენ შეხვედრებს.
ერაყელი სამხედროები მომხდარში ტერორისტულ ჯგუფს ადანაშაულებენ.