ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“კაცი მაგარ შარშია გახვეული ხათრის გამო. ამ ვირთების რბოლაში ამ კაცის გაწირვა არაა კაი საქციელი” – გელაშვილი კიკაბიძეზე

“შეაჩერე კორუფციას” ხელმძღვანელი, ვატო გელაშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, რითაც, “ნაციონალური მოძრაობა – ძალა ერთობაშიას” საარჩევნო სიის პირველ ნომრად, ბუბა კიკაბიძის დასახელებას ეხმაურება.

“მეტრონომი” პოსტს უცვლელად გთავაზობთ:

“ანდრეი კირილენკო: ესეთი კაცი იყო ბრეჟნევის დროს დუმის დეპუტატი.75 წლის იყო და ასაკის გამო უკვე რაღაცეებს ურევდა. შეეცოდა ბრეჟნევს ხალხის დასაცინი, რომ არ გამხდარიყო და გაუშვა სამსახურიდან.

თუმცა საცოდავი იმდენად იყო შეჩვეული სამსახურში სიარულს მტელი სამი წელი ყოველ დილით მიდიოდა და დაცვა რომ არ უშვებდა ბრაზდებოდა
– სამსახურში მაგვიანდება შემიშვით თქვენ ნაძირლებო.

ყველა ასაკავს თავის დამახასიათებელი თვისება აქვს.

არავინ იტყვის ბუბაზე ამ ქვეყანაში ცუდს და ნამდვილად მიხარია რომ ჩვენი ჯიშიშაა. მარა რავი ხალხო გუშინ ვუსმინე და კაცი მაგარ შარშია გახვეული ხათრის გამო.

თან დგას ეხლა ეს ბინძური ბიდლო და სიბინძურეებს ლაპარაკობს. რავი მე მგონი ამ ვირთების რბოლაში ამ კაცის გაწირვა არაა კაი საქციელი”, – წერს გელაშვილი.

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” საარჩევნო სრული სია ცნობილია. 

იტვირთბა....