ახალი ამბები მთავარი საზოგადოება ჯანდაცვა

კორონავირუსით გარდაცვალების ორივე შემთხვევა ბათუმს უკავშირდება

კორონავირუსით გარდაცვალების ორივე შემთხვევა ბათუმს უკავშირდება. ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელმა, მარინა ენდელაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.

ენდელაძის ცნობით, პაციენტები ასაკოვანი იყვნენ და კორონავირუსთან ერთად, თანხმლები დაავადებები ჰქონდათ.

ორივე პაციენტი 80 წელს გადაცილებული იყო – 88 და 82 წლების, თანხმლები დაავადებები ჰქონდათ და მათი მდგომარეობიდან გამოყვანა ვერ მოხერხდა“, – განაცხადა ენდელაძემ.

ცნობისთვის, საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსისგან კიდევ ორი პაციენტი გარდაიცვალა და მათი რაოდენობა 52-მდე გაიზარდა.

 

 

იტვირთბა....