ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“მეც მოვყოლოდი მაგ სახლის ქვეშ…დღეს ხომ თქვენ ერთად ვიქნებოდი” – თიკა თედორაძე

ხელვაჩაურში მეწყრის ჩამოწოლის დროს დაღუპული თედორაძეების გადარჩენილი შვილი, თიკა თედორაძე სოციალურ ქსელში ემოციურ ვიდეოს აქვეყნებს.

მას 1-ელი ოქტომბრის ღამით მშობლები და ძმა ერთად დაეღუპა.

დეე… მაა… ძამიკოო.. აი ასიტყვებით ვერ ავღწერ ისე მენატრებით… ბოლოჯერ მაინც ჩაგხუტებულიყავით და მეც მოვყოლოდი მაგ სახლის ქვეშ…დღეს ხომ მეც თქვენ ერთად ვიქნებოდი” – წერს თიკა თედორაძე.

ცნობისათვის, ხელვაჩაურში, სოფელ ჯოჭოში მეწყერი 1-ელ ოქტომბერს ჩამოწვა. მიწამ სახლი და ავტომობილი მოიყოლა. სტიქიამ 5 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. თიკა თედორაძე ამ ღამით სახლში არ იმყოფებოდა და სიკვდილს გადაურჩა.

იტვირთბა....