ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

მშენებლობაზე ამწე ჩამოვარდა, რის შედეგადაც მუშა დაშავდა

ქობულეთში მიმდინარე მშენებლობაზე მუშა დაშავდა. ინცინდენტი რამდენიმე წუთის წინ მოხდა. როგორც ირკვევა, ამწემ წონასწორობა ვერ შეინარჩუნა და ვარდნა დაიწყო, რა დროსაც, იქ მყოფმა პირმა გადმოხტომა მოასწრო.

სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა დაშავებული ბათუმის კლინიკაში გადაიყვანეს. მას მსუბუქი დაზიანებები აქვს მიყენებული. ექიმების თქმით, მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ფაქტზე გამოძიება “სისხლის სამართლის კოდექსის” 240-ე მუხლით დაიწყო, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.

იტვირთბა....