ახალი ამბები მთავარი მსოფლიო საზოგადოება

“ქალაქი ჯებრაილი და რაიონის რამდენიმე სოფელი ოკუპაციისგან გათავისუფლდა” – ილჰამ ალიევი

აზეირბაიჯანის პრეზიდენტის, ილჰამ ალიევის განცხადებით, ქალაქი ჯებრაილი და რაიონის რამდენიმე სოფელი ოკუპაციისგან დღეს გათავისუფლდა. ამის შესახებ ილჰამ ალიევი “ტვიტერზე” წერს.

”აზერბაიჯანის არმიამ დღეს გაათავისუფლა ქალაქი ჯებრაილი და რაიონის რამდენიმე სოფელი ოკუპაციისგან. გაუმარჯოს აზერბაიჯანის არმიას! ყარაბაღი აზერბაიჯანია! ”,- დაწერა პრეზიდენტმა ალიევმა Twitter- ზე.

 შეგახსენებთ,  სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის შეარაღებული დაპირისპირება ერთი კვირაა რაც გრძელდება. თავდაპირველად სომხეთის პრემიერმინისტრმა განაცხადა, რომ აზეირბაიჯანმა  საჰაერო და საარტილერიო შეტევა დაიწყო. ხოლო აზერბაიჯანული მხარის განცხადებით, ისინი სომხურ საარტილერიო ცეცხლს პასუხობენ. აღნიშნულის შემდეგ სომხეთსა და აზერბაიჯანში საომარი მდგომარეობა გამოცხადდა.

ცნობისთვის, სომხური მხარის განცხადებით, სამხედრო შეტაკების დაწყების შემდეგ მთიან ყარაბაღში 104 სამხედრო და 23 მშვიდობიანი მოქალაქეა დაღუპული. აზერბაიჯანული მხარის განცხადებით კი გარდაცვლილია 19 მშვიდობიანი მოქალაქე. ამასთან, აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრო სამხედროების დაღუპვის შესახებ არაფერს ამბობენ, თუმცა სომხური მხარის მტკიცებით მტრის ჯარში, ამ ეტაპისთვის, 130 სამხედროა გარდაცვლილი.

იტვირთბა....