aviabiletebi
მთავარი ციტატა

“სააკაშვილი, როგორც პოლიტიკოსი, არის ნული! – გიორგი ვაშაძის პოლიტიკოსობა არ გაიშვას!” – ქეთი დოლიძე

“სულაც არ მინდა, ფილმი­ გადახრებსა და პათოლოგიებზე გადავიღო. ნუთუ საქართველოში კარგი ადამიანები, დადებითი გმირები არ ცხოვრობენ? მაგრამ თუ პათოლოგიაზე არ გადაიღებ, რომელიღაც “ჩპყ” კონკურსში ვერ გაიმარჯვებ. კიდევ ერთი მწარე სიმართლე – ჩვენ არ გვყავს მწერლები, რომლებიც კარგ სცენარს დაწერენ. დედ-მამის გინება და უშვერი სიტყვების კორიანტელი კარგ სცენარისტობას არ ნიშნავს…”
ქეთი დოლიძე – რეჟისორი
aviabiletebi
ავიაბილეთები

 

 

 

ამის შესახებ მან “კვირის პალიტრასთან” ქართული კინოსა და ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პრობლემებზე საუბრისას განაცხადა.

 

როგორც “კვირის პალიტრის” ინტერვიუში ვკითხულობთ კინო-რეჟისორი წინასაარჩევნოთ ოპოზიციური პარტეიების გააქტიურებასთან ერთად, მიხეილ სააკაშვილის საქართველოში ჩამოსვლის საკითხსაც ეხმაურება. 
 
“სად ჩამომსვლელია? ყველამ ვნახეთ, აგვისტოს ომის დროს მიწაზე როგორ ხოხავდა! ვინ არის დღეს სააკაშვილი? როგორც პოლიტიკოსი, ის არის ნული! ხომ ხედავთ, რა ჩააბარეს უკრაინაში? იყოს იქ. რაც უფრო კარგად აურევს და დაანგრევს­ იქაურობას, უფრო მალე მოვლენ გონს…
 
გიორგი ვაშაძის პოლიტიკოსობა არ გაიშვას! მისი პარტიაც არ მაინტერესებს, ისევე როგორც “ევროპული საქართველო”. რეალური პოლიტიკური ძალის შექმნა არც ისე ადვილია, ამიტომაც მჯერა, რომ “ქართული ოცნება” ოქტომბერშიც უპირობოდ გაიმარჯვებს”,  – აცხადებს ქეთი დოლიძე.

 

იტვირთბა....