ახალი ამბები მთავარი მსოფლიო საზოგადოება

მთიან ყარაბაღში ორი ფრანგი ჟურნალისტი დაიჭრა – სომხური მედია

სომხური მედიის ინფორმაციით, მთიან ყარაბაღში აზერ­ბა­ი­ჯა­ნის მიერ გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი და­ბომბვის შე­დე­გად საფრანგეთის ორი მოქალაქე დაიჭრა.

როგორც სომხურ მედიაში ვრცელდება ინფორმაცია,  საფრანგეთის დაშავებული მოქალაქები “Le Monde”-ს ჟურ­ნა­ლის­ტე­ბი არი­ან.

მედიის ცნობით, ამ წუ­თებ­ში ჟურ­ნა­ლის­ტე­ბი სა­ა­ვად­მყო­ფო­ში გა­დაჰ­ყავთ.

ინფორმაციისთვის, სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის შეარაღებული დაპირისპირება ერთი კვირაა რაც გრძელდება. თავდაპირველად სომხეთის პრემიერმინისტრმა განაცხადა, რომ აზეირბაიჯანმა  საჰაერო და საარტილერიო შეტევა დაიწყო. ხოლო აზერბაიჯანული მხარის განცხადებით, ისინი სომხურ საარტილერიო ცეცხლს პასუხობენ. აღნიშნულის შემდეგ სომხეთსა და აზერბაიჯანში საომარი მდგომარეობა გამოცხადდა.

ცნობისთვის, სომხური მხარის განცხადებით, სამხედრო შეტაკების დაწყების შემდეგ მთიან ყარაბაღში 104 სამხედრო და 23 მშვიდობიანი მოქალაქეა დაღუპული. აზერბაიჯანული მხარის განცხადებით კი გარდაცვლილია 19 მშვიდობიანი მოქალაქე. ამასთან, აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრო სამხედროების დაღუპვის შესახებ არაფერს ამბობენ, თუმცა სომხური მხარის მტკიცებით მტრის ჯარში, ამ ეტაპისთვის, 130 სამხედროა გარდაცვლილი.

იტვირთბა....