“რა შუაშია გურამ დოჩანაშვილი და 9 ექიმ ტერორისტი?” – ასე ეხმაურება ჟურნალისტი ხატია სიჭინავა ქართველ კლასიკოსს გურამ დოჩანაშვილს და 9 ქართველ ექიმისთვის საპატიო თბილისელის წოდების გადაცემის საკითხს.
აღნიშნულის შესახებ ჟურნალისტმა სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა. ცოტახნის შემდეგ კი კომენტარებში დაწერა, რომ – “რა შუაშია გურამ დოჩანაშვილი და 9 ექიმ ტერორისტი?”
“გურამ დოჩანაშვილი და 9 ექიმი, რომლებმაც საკუთარი სიცოცხლის მე3 ფაზაში, მოახერხეს სრულიად ადამიანების დაფსიხოზება და ისწავლეს ცხვრებივით თვლა საქართველოს მოსახლეობის, დაჯილდოვდნენ საპატიო თბილისელის წოდებით , და კიდევ ბევრი წოდება ელით წინ. აი ბატონი გურამი რა შუაში იყო ამ გაუგებრობაში მართლა ვერ მივხვდი” – წერს ხატია სიჭინავა.
ცნობისთვის, გუშინ, თბილისის მერმა კახა კალაძემ გუშინ 10 ადამიანს თბილისის საპატიო მოქალაქის წოდება გადასცა.