ახალი ამბები მთავარი მსოფლიო საზოგადოება

“აზერბაიჯანმა მთიან ყარაბაღში რამდენიმე სოფელი აიღო” – ილჰამ ალიევი

აზეირბაიჯამა მთიან ყარაბაღის რეგიონში რამდენიმე სოფელი აიღო. ამის შესახებ აზეირბაიჯანის პრეზიდენტი, ილჰამ ალიები “ტვიტერში” წერს.

“დღეს აზერბაიჯანის არმიამ მადაგიზში აზერბაიჯანის დროშა აღმართა. მადაგიზი ჩვენია” – დაწერა ალიევმა “Twitter”-ში.

ამასთან, როგორც აზეირბაიჯანის თავდაცვის სამინსიტრო იუწყება, აზერბაიჯანმა კიდევ 8 დასახლებული პუნქტი აიღო: სუგოვშანი, ტალიში, აშაგი, მეხდილი, ჩახირლი, აშაგი მარალიანი, შეიბეი და გუიდჟაგი.

მათივე ინფორმაციით, სომხური მხარე ქალაქ ტერტერსა და გორადიზზე სარაკეტო იერიშებს ახორციელებს.

შეგახსენებთ, რომ სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის შეარაღებული დაპირისპირება ერთი კვირაა რაც გრძელდება. თავდაპირველად სომხეთის პრემიერმინისტრმა განაცხადა, რომ აზეირბაიჯანმა  საჰაერო და საარტილერიო შეტევა დაიწყო. ხოლო აზერბაიჯანული მხარის განცხადებით, ისინი სომხურ საარტილერიო ცეცხლს პასუხობენ. აღნიშნულის შემდეგ სომხეთსა და აზერბაიჯანში საომარი მდგომარეობა გამოცხადდა.

ცნობისთვის, სომხური მხარის განცხადებით, სამხედრო შეტაკების დაწყების შემდეგ მთიან ყარაბაღში 104 სამხედრო და 23 მშვიდობიანი მოქალაქეა დაღუპული. აზერბაიჯანული მხარის განცხადებით კი გარდაცვლილია 19 მშვიდობიანი მოქალაქე. ამასთან, აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრო სამხედროების დაღუპვის შესახებ არაფერს ამბობენ, თუმცა სომხური მხარის მტკიცებით მტრის ჯარში, ამ ეტაპისთვის, 130 სამხედროა გარდაცვლილი.

იტვირთბა....