ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ხელვაჩაურში, სტიქის დროს გაუჩანარებულ 61 წლის მამაკაცს ამ დრომდე ეძებენ

ხელვაჩაურში, მდინარე მეჯვრისხევში გაუჩინარებულ 61 წლის მამაკაცს ამ დრომდე ეძებენ. ამის შესახებ ინფორმაციას საგანგებო მართვის სამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, სამძებრო სამუშაოებს, როგორც მდინარეში, ასევე ზღვაზეც მიმდინარეობს.

ცნობისთვის, მსუბუქი ავტომობილის მძღოლი 61 წლის მამაკაცი, ორი დღის წინ ხელვაჩაურში მდინარე მეჯინისწყალში გაუჩინარდა, მაშველებმა მსუბუქი ავტომობილი იმავე დღეს იპოვეს.

შეგახსენბთ, ხელვაჩაურში, 1 ოქტომბერს მოსულმა უხვმა ნალქემა სოფელ ჯოყოსში მეწყერი გამოიწვია. ჩამოწოლილი მეწყერის შედეგად გარდაცვლილა 5 ადამიანი, აქედან სამი ადამიანი ერთი ოჯახის მკვიდრნი იყვნენ. მაშველ-მეხანძრების გუნდმა 24 სათიანი ძებნის შემდეგ მეწყერში მოყოლილი ხუთივე ადამიანი იპოვა.

იტვირთბა....