ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

დღეიდან ქუთაისის აეროპორტიდან რიგის მიმართულებით რეგულარული ავიარეისები განახლდება

ექსვს თვიანი პაუზის შემდეგ ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტმა რიგის მიმართულებით რეგულარული ფრენები განაახლა.  რიგა-ქუთაისი-რიგას მიმართულებით პირველი რეგულარული ავიარეისი დღეს შესრულდება.

ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს აეროპორტების გაერთიანება ავრცელებს.

„ევროპის უმსხვილესი უნგრული დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია “Wizz Air”, პირველ ეტაპზე, ფრენებს მხოლოდ რიგა-ქუთაისის-რიგას საჰაერო ხაზზე კვირაში ერთი სიხშირით შეასრულებს. ქვეყანაში არსებული ეპიდვითარების მიხედვით, სიხშირეებისა და მიმართულებების რაოდენობა ეტაპობრივად გაიზრდება.

COVID 19-ის პანდემიის პერიოდში არსებული შეზღუდვებიდან გამომდინარე, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში მხოლოდ ჩარტერული, საწვრთნელი და არაკომერციული დაშვებები ხორციელდებოდა.

დავით აღმაშენებლის სახელობის აეროპორტი მზადაა COVID 19 პანდემიის პირობებში დაწესებული ყველა წესის სრული დაცვით განაახლოს რეგულარული ავიარეისების მიღება. .,,საქართველოს აეროპორტების გაერთიანებამ“ ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში მგზავრთა უსაფრთხო გადაადგილებისთვის ეროვნული რეგულაციებით და ევროპის საავიაციო უსაფრთხოების სააგენტოს (EASA) მიერ გაცემული გაიდლაინები და რეკომენდაციების შესრულებასრულად უზრუნველყო“, – ნათქვამია აეროპორტების გაერთიანების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

იტვირთბა....