ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა სამართალი

ბოლნისში ადგილობრივებმა პოლიციას ენმ-ს წევრის დაკავების საშუალება არ მისცეს – შსს

შინაგან საქმეთა სამინისტრო “ნაციონალური მოძრაობის” წევრის, რაუფ იუსუფოვის შესახებ განცხადებას ავრცელებს. როგორც უწყების განცხადებაშია ნათქვამი, ბოლნისის რაიონული სამმართველოს თანამშრომლები ორი ან მეტი პირის მიმართ ჯგუფურად ჩადენილ ძალადობის ფაქტზე, მოსამართლის მიერ გაცემული დაკავების განჩინების საფუძველზე, 1986 წელს დაბადებული ა.ი.-ს საცხოვრებელ მისამართზე მივიდნენ.

“მოსამართლის განჩინებას საფუძვლად დაედო მიმდინარე წლის 27 სექტემბერს, ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ ნახიდურში, ა.ი.-ს მიერ პარტია „ქართული ოცნების“ აქტივისტების – გ.ა.-სა და ი.ა.-ს მიმართ განხორცილებული ძალადობა.

ადგილზე მისულ პოლიციელებს ა.ი.-ს ოჯახის წევრებმა და ადგილობრივმა მოსახლეობამ წინააღმდეგობა გაუწიეს და არ მისცეს მისი დაკავების საშუალება.

აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლის მეორე ნაწილით, რაც პოლიციის საქმიანობისთვის ხელის შეშლას გულისხმობს” – აღნიშნულია შსს-ს განცხადებაში

იტვირთბა....