შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, თბილისში, დავით აღმაშენებლის გამზირზე, ერთ-ერთ რესტორანში 2 ადამიანს დანით სხეულზე დაზიანებები მიაყენეს. უწყების ცნობით, ბრალდებული, 1991 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი რ.მ. ცხელ კვალზე დააკავეს. დაჭრილები საავადმყოფოში გადაიყვანეს – მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
“სამართალდამცველებმა რ.მ. მომხდარიდან რამდენიმე წუთში, შემთხვევის ადგილის სიახლოვეს, რესტორნის მიმდებარე ტერიტორიაზე დააკავეს. პოლიციამ, დაკავებულის პირადი ჩხრეკისას, დანაშაულის ჩადენის იარაღი – დანა ნივთმტკიცებად ამოიღო.” – წერია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება 19-109-ე მუხლის მე-3 ნაწილის “ა” ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც დამამძიმებელ გარემოებაში ორი ან მეტი პირის მიმართ ჩადენილ განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.
დანაშაული 16-დან 20 წლამდე ვადით ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს” – ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.