“განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იქნება ჩვენთვის, რომ ოჯახის ხსოვნას კიდევ უფრო მეტი პატივი ვცეთ გადარჩენილი გოგონას სახით, რომელიც დარჩათ და ამისთვის ყველაფერს გავაკეთებ, რომ მას ექნება აბსოლუტური გვერდში დგომა სახელმწიფოსგან და თითოეული ჩვენგანის მხრიდან.”
თორნიკე რიჟვაძე – აჭარის მთავრობის თავმჯდომარე.
შეგახსენებთ, რომ 1 ოქტომბერს, ხელვაჩაურში, სოფელ ჯოყოსში, ძლიერი ნალექის შედეგად მეწყერი ჩამოწვა. ჩამოწოლილმა მეწყერმა ერთი საცხოვრებელი სახლი მთლიანად წაიღო, რომელშიც მთელი ოჯახი იმყოფებოდა. ასევე, მეწყერის ქვეშ მოყვა “ტოიოტა” მარკის ავტომობილის 2 მგზავრიც, რომელიც მოგვიანებით მაშველ-მეხანძრების გუნდა მეწყერის ქვეშ მიაკვლია. ასევე, მათ მიერ ნაპოვნია საცხოვრებელი სახლის მკვიდრნი ცოლ-ქმარი ცხედარიც.