ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

ბინაში კუსტარულად დამონტაჟებული გაზის მოწყობილობა იპოვეს – ტრაგედია თემქაზე

თემქაზე ორი ადამიანის გარდაცვალების მიზეზი სავარაუდოდ ბუნებრივი აირის ნამწვით ინტოქსიკაცია გახდა. კომპანია „თბილისი ენერჯის​“ინფორმაციით, ოჯახს თვითნებურად კუსტარულად დამზადებული ბუნებრივ აირზე მომუშავე მოწყობილობა ჰქონდა დამონტაჟებული. როგორც კომპანიაში აცხადებენ, ბინაში კუსტარულად დამონტაჟებული გაზის მოწყობილობა არის ნაპოვნი და გარდაცვალების სავარაუდო მიზეზად ბუნებრივი აირის ნამწვი სწორედ იმიტომ სახელდება.

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

ცნობისათვის, თბილისში, თემქაზე სავარაუდოდ, ბუნებრივი აირის ნამწვით ერთი ოჯახის ორი წევრი დაიღუპა.

იტვირთბა....