ხელვაჩაურში, სოფელ ჯოყოსში მეწყერის ქვეშ მოყოლილი 16 წლის ბიჭის ცხედარი იპოვეს. მეხანძრე-მაშველების ჯგუფი 24 სათზე მეტია რაც მეწყერში მოყოლილ ბიჭს ეძებდნენ.
ამ წუთებში მაშველებს გარდაცვლილი ბიჭი მიწის მასიდან ამოჰყავთ.
შეგახსებთმ რომ 1 ოქტომბერს, ხელვაჩაურში, სოფელ ჯოყოსში, ძლიერი ნალექის შედეგად მეწყერი ჩამოწვა. ჩამოწოლილმა მეწყერმა ერთი საცხოვრებელი სახლი მთლიანად წაიღო, რომელშიც მთელი ოჯახი იმყოფებოდა. ასევე, მეწყერის ქვეშ მოყვა “ტოიოტა” მარკის ავტომობილის 2 მგზავრიც, რომელიც მოგვიანებით მაშველ-მეხანძრების გუნდა მეწყერის ქვეშ მიაკვლია. ასევე, მათ მიერ ნაპოვნია საცხოვრებელი სახლის მკვიდრნი ცოლ-ქმარი ცხედარიც.