ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

საქართველოს ხელისუფლება ყარაბაღის კონფლიქტის მოგვარებაში ვერანაირ როლს ვერ შეასრულებს!”-გიგა ბოკერია

„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი, გიგა ბოეკრია უსაფრთხოების საბჭოს დღევანდელ სხდომას და საქართველოს მთავრობის პოზიციას, ყარაბაღის კონფლიქტის მიმართ გაკეთებულ განცხადებას ეხმაურება და აღნიშნავს, რომ უსაფრთხოების საბჭოს მოწვევა დაგვიანებული იყო.

როგორც ბოკერიამ მედიასთან განმარტა, საქართველოს ხელისუფლება ვერ შეასრულებს ვერანაირ როლს კონფლიქტის მოგვარებაში, რადგან მას დაკარგული აქვს რეპუტაცია.

„პრობლემა მდგომარეობას იმაში, რომ დღევანდელ ხელისუფლებას, ივანიშვილს, მის გარემოცვას, მის პრემიერ-მინისტრს თუ პრეზიდენტს არც რეგიონში და არც მსოფლიოში არ აქვთ ის ავტორიტეტი, რომ მათ სიტყვას ფასი ჰქონდეს ასეთ დაძაბულ დროს. რაც არ უნდა თქვან, ეს არის საქართველოს პრობლემა.

უსაფრთხოების საბჭოს მოწვევა დაგვიანებული იყო. ყველამ იცის, რომ ეს ორგანო, რეალურად აღარ არსებობს. ეს განცხადებაც დაგვიანებულია.

ეს ხელისუფლება ვერანაირ როლს ვერ შეასრულებს, რადგან იმისათვის, რომ რაიმე როლი შეასრულო, უნდა გქონდეს რეპუტაცია, ხოლო ივანიშვილს და მის გარემოცვას მსოფლიოში და რეგიონში რეპუტაცია აქვთ დაკარგული“, – განაცხადა გიგა ბოკერიამ.

შეგახსენბთ, რომ დღეს აზერბაიჯანისა და სომხეთის რესპუბლიკებს შორის მორიგ სამხედრო დაპირისპირებასთან და შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს სხდომა გაიმართა. სხდომაზე განხილულ იქნა აღნიშნული კონფლიქტით გამოწვეული მძიმე ვითარება, რომელსაც შედეგად, სამწუხაროდ, უკვე მოყვა მსხვერპლი, ვითარების ესკალაცია კი მკვეთრად უარყოფითად იმოქმედებს რეგიონის უსაფრთხოებაზე.

იტვირთბა....