ფოთში, ხობსა და სენაკში ევროპული საქართველოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის და ტაბულას დამფუძნებელი, თამარ ჩერგოლეიშვილის განცხადებით, ვისაც მიშა უნდა, რომ პრემიერი გახდეს, მიიღებს ნაციონალური მოძრაობა ამომრჩევლისგან მანდატს და თუ ვერ მიიღებს, შემდეგ ჩვენ უნდა გველაპარაკოს.
ამის შესახებ ტაბულას რედაქტორმა “ტვ პირველის” ეთერში განაცხადა.
“ბიძინა სხვა არის, მიშა სხვა. შეიძლება, რომ შენთვის მიუღებელი იყოს ერთიც და მეორეც და ეს არანაირად არ ნიშნავს იმას, რომ მათ შორის ტოლობის ნიშანია. მთავარი რა არის? ჩვენი ამოცანა არის, რომ ბიძინა ივანიშვილი დავამარცხოთ. ეს არის ჩვენი მიზანი. თუ ამომრჩევლის საკმარის რაოდენობას უნდა, რომ მიშა სააკაშვილი გახდეს პრემიერი, მიიღებს 50%-ზე მეტს არჩევნებში, მოიგებს საკმარის მაჟორიტარს, მიიღებს მანდატს და ნაციონალური მოძრაობა ყოველგვარი კოალიციის გარეშე აირჩევს მას პრემიერად. ხომ ასეა?
რატომ ნერვიულობენ, საერთოდ გაუგებარია. ჩვენ იმათ ვესაუბრებით, ვინც თვლის, რომ მიშა სააკაშვილი არ უნდა იყოს პრემიერი და მისი პრემიერობის შემთხვევაში, არჩევნებზე ან არ მოდის ან სტატუს უჭერს მხარს. ეს ჩვენ უკვე დავინახეთ არჩევნების მეორე ტურში.
ამიტომ, გაუგებარია პრეტენზია. ვისაც მიშა უნდა და თუ საკმარისს უნდა იმისთვის, რომ პრემიერი გახდეს, მიიღებს ნაციონალური მოძრაობა ამომრჩევლისგან მანდატს და თუ ვერ მიიღებს, შემდეგ ჩვენ უნდა გველაპარაკოს.
ჩვენ ვალდებულად ვთვლით თავებს, რომ ჩვენს ამომრჩეველს ვუთხრათ სიმართლე, ხომ არ მოვატყუებთ?! სიმართლე ის არის, რომ სააკაშვილის პრემიერობას მხარს არ დავუჭერთ.