ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“ბუბა კიკაბიძე მთელ მსოფლიოში საქართველოს სავიზიტო ბარათია, განსაკუთრებით პოსტსაბჭოთა სივრცეში” – სააკაშვილი

“ბუბა კიკაბიძე მთელ მსოფლიოში საქართველოს სავიზიტო ბარათია, განსაკუთრებით პოსტსაბჭოთა სივრცეში”, – ამის შესახებ საქართველოს ექსპრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში “ფეისბუქზე” წერს.

მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, ბუბა კიკაბიძე არ არის მხოლოდ მომღერალი და მსახიობი, უფრო მეტიც, ის ძალიან მნიშვნელოვანი საზოგადო მოღვაწე და ქვეყნის პატრიოტია.

„ბუბა კიკაბიძე მთელმა საბჭოთა რუსეთის თაყვანისმცელთა ბრიგადამ ჩვენს სიაში მტრის აგენტად და ოკუპანტის წარმომადგენლად გამოაცხადა. ადამიანს ზუსტად ის უნდა დააბრალო, რაც არ არის – ეს მათი საყვარელი ხელწერაა! ბუბა კიკაბიძე მთელ მსოფლიოში საქართველოს სავიზიტო ბარათია, განსაკუთრებით პოსტსაბჭოთა სივრცეში. ის არ არის მხოლოდ მომღერალი და მსახიობი, უფრო მეტიც, ის ძალიან მნიშვნელოვანი საზოგადო მოღვაწე, კარგი გაგებით პოლიტიკოსი და, რაც მთავარია,დიდი ქართველი პატრიოტია. ბუბა კიკაბიძის პასუხი ყველა რუსეთუმის შეტევაზე მისი სიმღერაა, რომელიც 2008 წელს დაწერა და რომლითაც ის რუსეთის ე.წ. ლიბერალურ შემოქმედებით ინტელიგენციას საბოლოოდ გაემიჯნა“,- წერს მიხეილ სააკაშვილი.

ცნობისთვის, ბუბა კიკაბიძე „ნაციონალური მოძრაობა – ძალა ერთობაშიას“ საარჩევნო სიის პირველი ნომერია.

იტვირთბა....