ტყიბულის მუნიციპალიტეტში, სოფელ ხრესილთან ავტოავარის შედეგად ერთი ადამიანი გარდაიცვალა. მძიმე დაზიანებები მიღო ავტომანქანის მძღოლმა.
არსებული ინფორმაციით, მანაქანა ბარდიულს შეეჯახის შემდეგ 22 წლის მგზავრი ადგილზე დაიღუპა, ხოლო ავტომანქანის მძღოლი და კიდევ ერთი მგზავრი სასწრაფო დახმარების ბრიგადამ ქუთაისის კლინიკებში გადაიყვანა.
დაღუპული ახალგაზრდის ცხედარი ქუთაისის ექსპერტიზის ბიუროში გადაასვენეს.