ვერაფერი გიშველით, ვერც ფული, ვერც ინტრიგები, ვერც ადმინისტრაციული რესურსები. „ქართული ოცნება” მიდის ისტორიულ სანაგვეში“, – ამის შესახებ ნაციონალური მოძრაობის თავჯდომარემ, რომან გოცირიძემ მარნეულში ენმ-ს მიერ გამართულ აქციაზე განაცხადა.
გოცირიძის განცხადებით, “ქართულმა ოცნებამ” “ნაცადი იარაღი- ძალადობით დაშინება” აამოქმედა.
“ამ ხელისუფლების მთავარი იარაღი არჩევნებში იყო ძალადობა, დაშინება, მოსყიდვა, ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება, გაყალბება, დაიწყეს მათი ნაცადი იარაღის ამოქმედება. პირველი მათი შემონახული ბოროტი იარაღი არის ძალადობა დაშინების მიზნით. ამოცანა კი არ იყო, გასწორებოდნენ ორ აქტივისტს, რომელიც ძალიან მნიშვნელოვან როლს თამაშობდა საარჩევნო კამპანიის დროს, ეს იყო საჩვენებელი აქცია იმისთვის, რომ მარნეულში ხალხს დაენახა – ამ ადამიანებს, რომელთა უკან დგას პარტიული ლიდერები, როდესაც ასე ვუსწორდებით, თქვენ, მასწავლებლებო, საჯარო მოხელეებო ხომ 100-ჯერ უარესი მოგივათ. იყავით სახლში ჩუმად და მიდით არჩევნებში და ცხვრებივით ჩაყარეთ ხმები “ქართული ოცნების” ყულაბაში. ნურას უკაცრაცად. პირიქით- ამან გამოიწვია მთელი საზოგადოების აღშფოთება”,- განაცხადა რომან გოცირიძემ.