“ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვლილი ორი პაციენტიდან ერთი აჭარაში მკურნალობდა”. – ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელმა, მარინა ენდელაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.
მისივე თქმით, პაციენტს მძიმე თანმხლები დაავადებები აღენიშნებოდა.
“ერთი გარდაცვლილი პაციენტი აჭარაშია, მეორეზე ინფორმაცია არ მაქვს. როგორც ვიცი აჭარაში გარდაცვლილი პაციენტი, ასაკოვანი მამაკაცი მძიმე თანმხლები დაავადებებით,”-განაცხადა მარინა ენდელაძემ.
შეგახსებთ, რომ დღეს, საქართველოში კორონავირუსის 471 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. კორონავირუსით გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 278-ით გაიზარდა და 3992-ს შეადგენს.
ამ დროისთვის კი საქართველოში კორონავირუსის 7564 დადასტურებული შემთხვევაა.
საქართველოში კორონავირუსით სულ 48 ადამიანი გარდაიცვალა.