ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

საქართველოში კორონავირუსის 471 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

საქართველოში კორონავირუსის 471 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.  ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ სპეციალურად შექმნილ ვებ-გვერდზე StopCov-ზე ცოტახნის წინ განახლდა.

ვებ-გვერდზე განთავსებული ინფორმაციით, საქართველოში კორონავირუსით გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 278-ით გაიზარდა და 3992-ს შეადგენს.

ამ დროისთვის კი საქართველოში კორონავირუსის 7564 დადასტურებული შემთხვევაა.

საქართველოში კორონავირუსით სულ 48 ადამიანი გარდაიცვალა.

 

 

იტვირთბა....