ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტი ვანო მერაბიშვილის საქმეზე განცხადებას ავრცელებს

ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტი ვანო მერაბიშვილის საქმეზე განცხადებას ავრცელებს და საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს, წარმოადგინოს ანგარიში შს ყოფილი მინისტრის ციხიდან გაყვანის ეპიზოდზე.

„კიდევ ერთხელ დაჟინებით მოვუწოდებთ ხელისუფლებას აჩვენონ თავიანთი მტკიცე ვალდებულება, ჩაატარონ სრულად ეფექტური გამოძიება, რათა დადგინდეს იმ პირთა ვინაობა და სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან მე-18 მუხლის დარღვევის ყველა ასპექტზე“, – ნათქვამია განცხადებაში.

ცნობისთვის, აღნიშნულ ეპიზოდზე სტრასბურგის სასამართლომ ვანო მერაბიშვილის სასარგებლო გადაწყვეტილება გამოიტანა და საქართველოს ხელისუფლებას საქმის დროული და ეფექტური გამოძიება დაავალა.

იტვირთბა....