“ვიდეო-რგოლი კანონთან შეუსაბამოა, მხოლოდ „ევროპული საქართველოსთვის“ არ გვითქვამს უარი, მანამდე კიდევ ორ პარტიას ვუთხარით უარი. კანონთან შეუსაბამობაში იგულისხმება ის, რომ მიხეილ სააკაშვილი არის უცხო ქვეყნის მოქალაქე და კლიპში, რომ გამოჰყავთ არ შეიძლება. იგივე მიზეზით უარი ვუთხარით „ნაციონალურ მოძრაობასა“ და სხვა პარტიებს.”
თამთა მურადაშვილი – “მთავარი არხის” იურისტი
როგორც მურადაშვილმა აღნიშნა, საარჩევნო კოდექსი ამბობს, რომ უცხო ქვეყნის მოქალაქეს არ შეუძლია აგიტაციაში მონაწილეობის მიღება და ტელეკომპანიას არეგულირებს მარეგულირებელი კომისია. მისი თქმით, თუ მარეგულირებელ კომისიაში გაარკვევენ და მარეგულირებელი ეტყვით, რომ დასაშვებია მიხეილ სააკაშვილის მონაწილეობა კლიპში, გინდ დადებითად გინდ უარყოფითად გაუშვებენ.