თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განცხადებით, მოძმე აზეირბაიჯანმა დიდი ოპერაცია დაიწყო თავისი ტერიტორიების დასაცავად და ოკუპირებული ტერიტორიების გასათავისუფლებლად.
მისივე თქმით, ბრძოლა მანამ გაგრძელდება, ვიდრე მთიანი ყარაბაღი ოკუპაციისგან არ გათავისუფლდება. ასევე, მან აზეირბაიჯანის მიმართ მხარდაჭერა კიდევ ერთხელ გამოხატა.
„ჩვენი ყველა შესაძლებლობით, მთელი ჩვენი გულით მოძმე აზერბაიჯანის გვერდით ვდგავართ და ვიდგებით. ღვთის ნებით, ეს ბრძოლა ყარაბაღის ოკუპაციისგან გათავისუფლებამდე გაგრძელდება,“ – განაცხადა თურქეთის პრეზიდენტმა.