ქობულეთში 10 წლის მოზარდის გარდაცვალებასთან დაკავშირებით ახალი დეტალები ირკვევა.
როგორც ადგილობრივები ჰყვებიან, ერთ-ერთი ვერსიით, მოზარდი თოკებით თამაშოდა, რა დროსაც თოკებში გაიხლართა და თავი ვეღარ დაიხსნა. თუმცა, ადგილობრივების ცნობით, არსებობს ვერსიაც, რომ მოზარდმა თავი მოიკლა.
“რა მოხდა ვერ გეტყვით. როგორც ვიცი, ოჯახში კონფლიქტი არ ჰქონდათ, ჩხუბის ხმა და აყალმაყალი არასოდეს გაგვიგონია. როგორც სხვა მეზობლებიდან გავიგე, გარდაცვალებამდე ცოტა ხნით ადრე დაუნახავთ ველოსიპედით. ერთ-ერთი თანასოფლელისთვის წყალი უთხოვია, დამალევინეო.
მერე რა მოხდა არ ვიცი. სხვადასხვა ვერსიებია. ისიც თქვეს თავი მოიკლაო, არის მეორე ვერსია, თამაშობდა ტრაქტორის მისაბელზე, თოკებში გაიხლართა და თავი ვეღარ დაიხსნაო. არ ვიცი. სხვა ბავშვებს უპოვიათ როგორც მითხრეს”, – აცხადებს „პრაიმტაიმთან“ ერთ-ერთი მეზობელი.
შეგახსენებთ, 10 წლის მოზარდმა სავარაუდოდ თავი მოიკლა. ის ეზოში ხეზე ჩამომხვრჩვალი იპოვეს. უწყების ცნობით, გამოძოება 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.