შპს „თბილსერვის ჯგუფმა“ დიდ დიღომში, თინათინის ქუჩაზე დასუფთავების აქცია გამართა. კომპანიის თანამშრომლებმა აღნიშნული ქუჩის მიმდებარე ტერიტორია საყოფაცხოვრებო და სამშენებლო ნარჩენებისგან გაწმინდეს.
დასუფთავების აქციაში ჩართული იყო ,,თბილსერვის ჯგუფის“ 30 თანამშრომელი. ადგილზე მობილიზებული იყო სპეციალური ტექნიკაც.
სამუშაოებს „თბილსერვის ჯგუფის“ ხელმძღვანელი, რომეო მიქაუტაძე ადგილზე გაეცნო.
„თბილსერვის ჯგუფი“ მოსახლეობას მოუწოდებს, ნარჩენის დაყრისგან თავი შეიკავონ და ის ნაგავშემკრებ კონეინერებში მოათავსონ.