“453 ახალი შემთხვევა, 5 გარდაცვლილი 24 საათში. ვიზიარებ ახლობელთა მწუხარებას და დაინფიცირებულებს კი მალე გამოჯანმრთელებას ვუსურვებ. უბრალოდ ვერ გავიგე, ესაა კრიზისის მენეჯმენტი? ჯოგური თერაპია დავიწყეთ თუ რა ხდება?
უჩა ნანუაშვილი – ყოფილი სახალხო დამხველი
სოციალური ქსელი
აღნიშნულით უჩა ნანუაშვილი ქვეყანაში არსებულ ეპიდემიოლოგიურ ვითარებას გამოეხმაურა.
საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 453 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 5 პაციენტი, გამოჯანმრთელებულების რიცხვი კი 295-ით გაიზარდა.
ცნობისთვის, ბოლო პერიოდში ქვეყანაში ინფიცირების შემთხვევების მკვეთრი ზრდა ფიქსირდება. აჭარა უკვე “წითელ ზონად” გამოცხადდა. ინფიცირებულთა დღიური მაჩვენებელი კი რამდენიმე ასეულს აღწევს.