ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“სკოლებში ინფიცირების შემთხვევა მოსალოდნელია” – ამირან გამყრელიძე

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, სკოლებში კორონავირუსით დაინფიცირების ფაქტის აღმოჩენის შემთხვევისას, სკოლის ადმინისტრაციამ სამოქმედო გეგმა ეპიდმიოლოგებთან ერთად უნდა მიიღოს.

მისივე თქმით, ის არ გამორიცხავს სკოლაში კორონავირუსის შემთხვევის დაფიქსირებას.

„სწავლა გუშინ დაიწყო, პირველიდან მეექვსე კლასის ჩათვლით მოსწავლეები მივიდნენ სკოლებში. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან, მოგეხსენებათ, განათლების გარეშე არაფერი არ არსებობს, ამიტომ ყველა სკოლაში უნდა იყოს დაცული ის წესები და ის პროტოკოლები, რაც შემუშავებულია. რა თქმა უნდა, მოსალოდნელია, რომ იყოს ინფიცირების შემთხვევა, ამაზე იყო დღეს საუბარი, შესაბამისად, ამის შემდეგ გადაწყვეტილება უნდა იყოს სკოლის დახურვა, სართულის დახურვა თუ კლასის დახურვა, ეს უნდა იყოს მიღებული სკოლის ხელმძღვანელობისა და ეპიდემიოლოგების ერთობლივი განხილვის საფუძველზე,“- განაცხადა გამყრელიძემ.

იტვირთბა....