დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე აჭარუს რეგიონის მოსახლეობას მიმართავს და რეკომენცადიების დაცვისკენ მოუწდებს. ამის შესახებ ამირან გამყრელიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, ვინაიდან აჭარაში ვირუსის ფართო გავრცელებაა, მოქალაქეებისთვის პირბადის ტარება ღია სივრცეშიც სავალდებულოა.
“მივმართავ აჭარის მოსახლეობას, რადგან აჭარაში ჩვენ გვაქვს სერიოზული გავრცელება, ამიტომ სასურველია და რეკომენდირებულია, ღია სივრცეებშიც ვიხმაროთ პირბადე. თუ ვინმე არ იყენებს, ეს რა თქმა უნდა, დასჯადი არ იქნება, მაგრამ რეკომენდირებულია დღეს, რადგან ინციდენტობის მაჩვენებელი აჭარაში გვაქვს დაახლოებით 7-8 -ჯერ მეტი, ვიდრე საშუალო ქვეყნის მაჩვენებელია, ამიტომ სასურველია, რომ პირბადე აჭარაში გამოვიყენოთ გარეთაც,“- განაცხადა გამყრელიძემ.
ცნობისთვის, კორონავირუსის ინფიიცრების რაოდენობის უმეტესი წილი აჭარის რეგიონზე მოდის. აჭარა უკვე “წითელ ზონადაა” გამცხადებული.