ოკუპირებული აფხაზეთის დე-ფაქტო ე.წ. შსს-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციით: ირაკლი ბებუას საცხოვრებელ სახლში “ჩხრეკისას ნაპოვნია ხელყუმბარა РГ- 42 ” და მას რეჟიმი “დროშის შეურაცხყოფის” (პატიმრობა 1 წელი) და ქონების დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ დაზიანება-განადგურების (4-დან 7-მდე) გარდა უკვე იარაღის უკანონოდ შეძენა-ფლობასაც აბრალებს. მუხლი 5 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.
ირაკლი ბებუას 30 დღიანი წინასწარი პატიმრობა უკვე შეეფარდა.
როგორც ჩანს, “სახელმწიფო სიმბოლიკის შეურაცხყოფისთვის” არსებული ერთწლიანი სასჯელი სოხუმში ეცოტავათ და 27 წლის ახალგაზრდის სხვებისთვის სამაგალითოდ, მაქსიმალური სიმკაცრით დასჯას აპირებენ!
ირაკლი ბებუას ოჯახი აფხაზეთიდან დევნილია და 1993 წლიდან თბილისში ცხოვრობს. თავად ირაკლი გალში 2016 წელს, ბებიის მოსავლელად დაბრუნდა..
ცნობისათვის: საქართველოს მოქალაქემ, ოკუპირებულ გალში, მაშინ როდესაც ადგილობრივი სეპარატისტული მთავრობა ე.წ. “დამოუკიდებლობის დღეებს” ზეიმობდა, დემონსტრაციულად დაწვა თვითაღიარებული აფხაზეთის ე.წ. დროშა და შემდეგ დაკითხვისას, განმარტა, რომ ეს “ხალხთა შორის მეგობრული ურთიერთბების დაბრუნების სურვილით გააკეთა, რომ უნდა ძველებურად ყველა ერთად და მშვიდად ცხოვრობდეს”
დავით მანია
pirvelinews.com