“ერთი ფლანგი მომღერლები, მეორე – სპორტსმენები, წინა ფლანგი ინგლისურის მცოდნეები, უკანა – ფულის საშივნელად მოსული ბიზნესმენები და საშუალოსანი ნომენკლატურა. ერთი საფრთხე მაინც აქვს ამ სიას. იმ პარლამენტში ყველა ინგლისურის მცოდნე გაეცალა, საპარლამენტო უმრავლესობა ჩამოეშალათ.’
რომან გოცირიძე – ნაციონალური მოძრაობის ლიდერი
აღნიშნულით რომან გოცირიძემ ჟურნალისტებთან “ქართული ოცნების” პროპორციული სია შეაფასა.
“ქართული ოცნების” საარჩევნო სრული სია ცნობილია. ირაკლი კობახიძემ ცესკოში სია უკვე დაარეგისტრირა.