ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

ეკატერინე ტიკარაძე: თენგიზ ცერცვაძის მოტივი ჩემთვის ცნობილი არაა

„ბატონი თენგიზის მოტივი ჩემთვის ცნობილი არაა“, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის თანამდებობიდან წასვლაზე საუბრისას განაცხადა.

მინისტრმა თქვა, რომ მისი ინფორმაციით, ცერცვაძე თანამდებობას არ ტოვებს.

„ბატონი თენგიზის მოტივი ჩემთვის არაა ცნობილი, უმჯობესია, მას ჰკითხოთ, თუმცა რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, თანამდებობას არ ტოვებს“,- განაცხადა ტიკარძემ.

ინფორმაციისთვის, პირველ ოქტომბერს გავრცელდა ინფორმაცია, რომ თენგიზ ცერცვაძე თანამდებობის დატოვებას აპირებდა. მოგვიანებით, ინფექციური საავადმყოფოს პრესსამსახურმა აღნიშნული უარყო.

იტვირთბა....