“მე ბატონი თენგიზი ვერ მომმართავს თანამდებობიდან გადადგომის შესახებ, ვინაიდან ბატონი თენგიზი არის ჯანდაცვის სამინისტროს დაქვემდებარების ქვეშ, როგორც სერვისების მიმწოდებელი და განმახორციელებელი. არანაირი უფლება არ მაქვს მე ის ან დავნიშნო, ან გავათავისუფლო თანამდებობიდან”
ეკატერინე ტიკარაძე – ჯანდაცვის მინისტრი
აღნიშნულით ეკატერინე ტიკარაძემ ჟურნალისტებთან თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ხელმძღვანელი თენგიზ ცერცვაძის მიერ თანამდებობის დატოვებაზე გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა.
ეკატერინე ტიკარაძე თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ხელმძღვანელ თენგიზ ცერცვაძესთან დაპირისპირებას უარყოფს და აცხადებს, რომ ამის საფუძველი არ არსებობს.
ცნობისთვის, გავრცელდა ინფორმაცია, რომ თენგიზ ცერცვაძემ თანამდებობა დატოვა. თუმცა, მოგვიანებით ინფექციური საავადმყოფოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურმა გავრცელებული ინფორმაცია უარყო.