აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი და პირველ ლედი მელანია ტრამპი კორონავირუსით დაინფიცირდნენ. ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ წერს.
„ვიწყებთ კარანტინსა და გამოჯანმრთელების პროცესს,“- წერს ტრამპი.
შეგახსენებთ, მანამდე ცნობილი გახდა, რომ დონალდ ტრამპის მრჩეველს, ჰოუფ ჰიქსს კორონავირუსი დაუდასტურდა, რის გამოც ქვეყნის პრეზიდენტი და პირველი ლედი კარანტინში გადავიდნენ.