ახალი ამბები მთავარი საზოგადოება ჯანდაცვა

ვინ არიან კოორნავირუსისგან გარდაცვლილი 42-ე და 43-ე პაციენტები

საქართველოში კორონავირუსით გარდაცვლილი 42-ე და 43-ე პაციენტები მკურნალობას კლინიკა “ბომონდის” კოვიდცენტრში გადიოდნენ. მათ თანმდევი დაავადებები ჰქონდათ, რამაც მდგომარეობა დაამძიმა.

გარდაცლილები 78 წლის ქალი და 72 წლის მამაკაცი არიან.

78 წლის ქალს ორმხრივ მწვანე პნევმონიასთან ერთად აღენიშნებოდა ხორხის სიმსივნე. რაც შეეხება 72 წლის მამაკაცს, მას ორმხრივი პოლისეგმენტური პნევმონია, სუნთქვის მწვავე უკმარისობა, გულსისხლძარღვთა მწვავე უკმარისობა, კარდიომიოპათია და ორმხრივი ჰიდროთორაქსი აღენიშნებოდა.

პაციენტები კლინიკაში 15 და 16 სექტემბერს შეიყვანეს.

დღეს კორონავირუსით ინფიცირების 453 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის სულ 6 640 შემთხვევაა დადასტურებული. ამ დროისთვის საქართველოში ვირუსით 43 ადამიანია გარდაცვლილი.

იტვირთბა....