ახალი ამბები მთავარი სამართალი

შსს: ერთმა ტაქსის მძღოლს თავში ბლაგვი საგანი ჩაარტყა, ხოლო მეორემ შებოჭა

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა წარსულში ნასამართლევი ორი პირი – 1968 წელს დაბადებული რ.კ. და 1970 წელს დაბადებული დ.მ. ჯგუფურად ჩადენილი ყაჩაღობის ბრალდებით, ცხელ კვალზე, თბილისში დააკავეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ნასვამ მდგომარეობაში მყოფი ბრალდებულები თბილისში, ასათიანის ქუჩისა და ვაჟა-ფშაველას გამზირის კვეთაზე ტაქსიში ჩასხდნენ. ერთ-ერთმა ბრალდებულმა აღნიშნული ტაქსის მძღოლს – 1972 წელს დაბადებულ ა.ზ.-ს თავში ბლაგვი საგანი ჩაარტყა, ხოლო მეორემ შებოჭა, რის შემდეგაც თავდამსხმელებმა ბასრი საგნის მუქარით მას კუთვნილი ნივთები გასტაცეს.

“სამართალდამცველებმა მართლსაწინააღმდეგოდ დაუფლებული ნივთები – ნივთმტკიცების სახით ამოიღეს.

ჯგუფურად ჩადენილ ყაჩაღობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ” და „გ” ქვეპუნქტებით მიმდინარეობს“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

სამინისტროს ცნობით, დანაშული ექვსიდან ცხრა წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

იტვირთბა....