ვრცელდება კადრები, სადაც ჩანს, თუ როგორ ჩამოაგდო სომხეთის საჰაერო თავდაცვის სისტემამ ერევნის მიმართულებით გაშვებული ორი რაკეტა.
შეგახსენებთ, სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტი უფრო და უფრო რთულ ფაზაში შედის. ორივე მხარეს არის მსხვერპლი. შეერთებულმა შტატებმა, რუსეთმა და საფრანგეთმა ერთობლივი განცხადება შეიმუშავეს და მიმართეს მხარეებს შეწყვიტონ საომარი მოქმედებები.
ფოტოზე ჩანს რაკეტა, რომელიც სომხეთის დედაქალაქისკენ იყო მიმართული და ის გაუნებელყოფილია.