რუსთავი-თბილისის მიმართულებით სამი ყველაზე დატვირთული ხაზის სამარშრუტო ტაქსის მძღოლები გაიფიცნენ. მძღოლები რუსთავში ახალი კომპანიის “ინტერტრანსის“ შემოსვლას აპროტესტებენ იმ მიზეზით, რომ მძღოლებს დღიური გეგმა მოემატათ. რუსთავის მერიაში მოქაალაქეებს პასუხს არ ცემენ, ამ დროისთვის, რუსთავის ცენტრალურ ქუჩებში მეგობრობისა და შარტავას გამზირზე მოქალაქეების ნაკადია, რომლებიც ვერ ახერხებენ გადაადგილებას.
როგორც თვითმხილველმა” მეტრონომს” აცნობა “რუსთავის სამარშუტო ხაზების ხელმძღვანელობა შეიცვალა და მძღოლებს დღიური გეგმა მოემატათ. ახალი დირექტორისა და მძღოლების შეხვედრის დროს შელაპარაკება მოხდა ერთ-ერთ მძღოლსა და ახალ ხელმძღვანელს შორის, რომელიც ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა.
როგორც მძროლებმა გვითხრეს, გაფიცვას მალე რუსთავი-თბილისის სამარშრუტო ხაზების სხვა მძღოლებიც შეუერთდებიან.
გადაადგილება რუსთავიდან თბილისში უბრალოდ შეუძლებელია ჩვენ რა დავაშავეთ ხომ შეიძლება ვინმემ გაგვცეს პასუხი, მერიაში ვრეკავთ და ტელეფონს არ პასუხობენ.” – განაცხადეს “მეტრონომთან” მოქალაქეებმა.
“მეტრონომი” ცდილობს “ინტერტრანსის ” ხელმღვანელობასთან და მერიასთან დაკავშირებას და დამატებითი ინფორმაციის მოპოვებას, რომელსაც მიღებისთანავე მოგაწვდით.