„უკვე ვესაუბრე პრემიერ-მინისტრ ფაშინიანს და პრეზიდენტ ალიევს … ვითხოვთ ცეცხლის შეწყვეტას, წინაპირობის გარეშე. კვირას აზერბაიჯანის მიერ განხორციელებული თავდასხმა, რამდენადაც ვიცით გაუმართლებელი იყო, ვესაუბრე ალიევს … მინდა ვთქვა, რომ ჩვენ გვაქვს დაზუსტებული ინფორმაცია, რომ სირიელმა ჯიჰადისტმა მებრძოლებმა დატოვეს გაზიანთეფი, რათა შეუერთდნენ კონფლიქტს მთიან ყარაბაღში. ეს ძალიან სერიოზული საკითხია, ახალი გარემოებაა, რომელიც ცვლის ფაქტებს“.
ემანუელ მაკრონი, საფრანგეთის პრეზიდენტი
მაკრონმა ყარაბაღში დაჭრილ ფრანგ ჟურნალისტებს მხარდაჭერა გამოუცხადა, მისი თქმით, თვითმფრინავები უკვე მზად არის და დაშავებულ ჟურნალისტებს, რაც შეიძლება სწრაფად დააბრუნებენ ქვეყანაში.