“ნაციონალური მოძრაობისა” და “ძალა ერთობაშიას” საარჩევნო სიის პირველი ნომერი სახალხო არტისტი ბუბა კიკაბიძეა. აღნიშნული ინფირმაცია “ნაცმოძრაობის” წევრმა თინა ბოკუჩავამ ჟურნალისტებს დაუდასტურა.
როგორც ბოკუჩავამ განაცხადა, პარტიამ ისეთი სია შეადგინა, რაც მას გამარკვებას მოუტანს.
“გიდასტურებთ, რომ ბუბა კიკაბიძე პირველი ნომერია. ჩვენ დიდი ხანი ვიქირეთ სიის შედგენაზე და ბოლოს შევადგინეთ ისეთი სია, რაც გამარკვებას მოგვიტანს,”- განაცხადა თინა ბოკუჩავამ.
ნაციონალური მოძრაობის სია დღეს გახდება ცნობილი. თინა ბოკუჩავამ ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების აღნიშნული პარტიული სია წარადგინა.