ზ”ოგადადადც, დიდი ძვრებია მოსალოდნელი. მომავალი პარლამენტის სიაც მორჩილებით შეარჩია „ქართულმა ოცნებამ“, მაგრამ განსაკუთრებით მაჟორიტარებში ბევრი „შეცდომა“ დაუშვეს იმ თვალსაზრისით, რომ თუკი ოდნავ მაინც სასწორი ოპოზიციისკენ გადაიხარა, პირველ რიგში, ბიზნესიდან მისული მაჟორიტარები ოპოზიციისკენ გადახტებიან. დღესაც რამდენიმე მათგანი სულ მცირე ორმაგ მოლაპარაკებებშია ხელისუფლების პარალელურად „ნაციონალურ მოძრაობასთან“.
ხათუნა ლაგაზიძე – ექსპერტი
“ინტერპრესნიუსი”
ასე აფასებს ლაგაზიძე “ქართული ოცნების” საარჩევნო სიას.
“ქართული ოცნების” პარტიული სია ცნობილია. სია, რომელიც 150 წევრისგან შედგება, მმართველმა გუნდმა “ფეისბუქ” გვერდზე გამოაქვეყნა.