“ქართული ოცნების” საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელის, ირაკლი კობახიძის ინფორმაციით, ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი თენგიზ ცერცვაძე მმართველი გუნდის პროპორციულ საარჩევნო სიაში არ იქნება. ამის შესახებ მან ჟურნალისტებს განუცხადა.
“თენგიზ ცერცვაძე სიაში არ იქნება” – თქვა კობახიძემ.
1 ოქტომბერს კობახიძემ ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში ქართული ოცნების პროპორციული საარჩევნო სია წარადგინა.
გავრცელებული ინფორმაციით, სიაში ცერცვაძეც იქნებოდა.