“ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” აღმასრულებელმა მდივანმა და საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა, ირაკლი კობახიძემ ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების პარტიული სია წარადგინა. “ოცნების” პარტიულ სიაშია პიანისტი ელისო ბოლქვაძე. ის 32-ე ნომრად არის წარმოდგენილი.
ბოლქვაძე მრავალი საერთაშორისო კონკურსის ლაურეატია. 2018 წელს მიღებული აქვს ღირსების ორდენი, 2015 — იუნესკოს მშვიდობის არტისტის წოდება. დაიბადა პოეტ ზაურ ბოლქვაძის ოჯახში. 7 წლის ასაკში პირველ კონცერტს სიმფონიურ ორკესტრთან ერთად წარუძღვა. ამას მალევე მრავალ საერთაშორისო კონკურსში გამარჯვება მოჰყვა.