დავით გარეჯის კომისიის წევრის, ნატალია ილიჩოვას საცხოვრებელ სახლში ჩხრეკა მიმდინარეობს – ამის შესახებ ინფორმაციას “რუსთავი 2” ავრცელებს.
მათივე ცნობით, ნატალია ილიჩოვა არის პირი, ვისგანაც გამოძიებამ 1938 წლის რუკის ორიგინალი ამოიღო. სავარაუდოდ, სწორედ ამას უკავშირდება მიმდინარე საგამოძიებო მოქმედებები მის სახლში.
სამართალდამცველები საგამოძიებო მოქმედებებს ატარებენ ასევე, დავით-გარეჯის კომიის ყოფილი თავმჯდომარის, ივერ მელაშვილის ოფისში.