წალენჯიხაში სანადიროდ წასული მამაკაცი შემთხვევით გასროლის შედეგად დაიღუპა. “კურიერის” ინფორმაციით, შემთხვევა სოფელ მუჟავას ტყეში მაშინ მოხდა, როცა რამდენიმე პირი სანადიროდ იყო წასული.
გარდაცვლილის ცხედარი ქუთაისის პროზექტურაშია გადასვენებული.
მომხდარზე გამოძიება 116-ე, გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობის მუხლით დაიწყო. ბრალდებული პირი უკვე დაკავებულია.