ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

“მეტრონომი” ნიკოლ ფაშინიანის განცხადების პირველწყარო არ ყოფილა

“მეტრონომი”  განცხადებას ავრცელებს მის მიერ 2018 წლის 5 მაისით დათარიღებულ მასალასთან დაკავშირებით, რომელშიც სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი ქართულ-სომხური ურთიერთობების გაფუჭებაზე საუბრობს და აფხაზეთის ომში ,,ბაგრამიანის ბატალიონის” მონაწილეობას “საბედისწერო შეცდომას” უწოდებს.

“მეტრონომი” ამ განცხადებით “მითების დეტექტორის” მიერ გავრცელებულ ინფორმაციას ეხმიანება, რომლის მიხედვითაც აღნიშნული მასალა დეზინფორმაციაა და 2018 წელს რამდენიმე ქართულ მედიასაშუალებაში არასწორად გავრცელდა.

როგორც “მითების დეტექტორი” წერს, ინფორმაცია, თითქოს ნიკოლ ფაშინიანმა ბაგრამიანის სახელობის ბატალიონსა და აფხაზეთის ომში საქართველოს წინააღმდეგ მისი მონაწილეობის შესახებ ისაუბრა და მას სომხეთის ,,საბედისწერო შეცდომა” უწოდა.

ამასთან, “მითების დეტექტორი” წერს, გარდა მეტრონომისა, აღნიშნული ციტატა 2018 წელს სხვა ქართულ მედიებშიც ვრცელდებოდა. მათ შორის იყო cyc.geinfonews.gereportiori.ge და tbiliselebi.ge

“მითების დეტექტორი” მის განცხადებაში თავად აღნიშნავს, რომ აღნიშნული მასალა რამდენიმე მედიასაშუალებაში იყო გავრცელებული, რაც იმას ნიშნავს, რომ “მეტრონომი” მასალის პირველწყარო არ ყოფილა.

“მეტრონომი” მსხვერპლი გახდა 2018 წელს რამდენიმე მედიაში გავრცელებული ინფორმაციის გამო, ვინაიდან ინტერნეტ-გაზეთმა ერთ-ერთი მედიასაშუალებიდან აიღო მასალა და საიტზე განათავსა.

“გვინდა ხაზგასმით აღვნიშნოთ, რომ მოცემული მასალის პირველწყარო “მეტრონომი” ნამდვილად არ ყოფილა და ჟურნალისტმა ერთ-ერთი ქართული მედიასაშუალებიდან აიღო სტატია, რომლის მიხედვითაც ნიკოლ ფაშინიანი აფხაზეთის ომში ,,ბაგრამიანის ბატალიონის” მონაწილეობას აფასებას “საბედისწერო შეცდომად”.

სამწუხაროდ, “მეტრონომი” მსხვერპლი გახდა ინტერნეტსივრცეში გავრცელებული მასალის გამო და მკითხველი შეცდომაში შეიყვანა, რისთვისაც სრულიად რედაქცია წუხილს გამოთქვამს.

“მეტრონომი” აღნიშნული ინფორმაციის გავრცელებისთვის მკითხველს ბოდიშს უხდის და ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ინტერნეტ-გაზეთის მთავარი მიზანია, მოქალაქეებს ობიექტური ინფორმაცია მიაწოდოს.

 

 

 

 

 

იტვირთბა....